წესები და პირობები

1. ზოგადი დებულებები წინამდებარე „წესები და პირობები“ წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას მომხმარებელსა და შპს „ასორტი“-ს (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის. ონლაინ მაღაზიით (asorti.ge) სარგებლობა და მასზე პროდუქციის შეძენა გულისხმობს, რომ მომხმარებელი გაეცნო და სრულად ეთანხმება მოცემულ წესებს.

2. პროდუქცია და ფასები

  • ვებგვერდზე განთავსებული ყველა ფასი მოცემულია ეროვნულ ვალუტაში (ლარი) და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
  • კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს პროდუქციის ფასები, მახასიათებლები ან ხელმისაწვდომობა. თუმცა, შეკვეთის დასრულების მომენტში დაფიქსირებული ფასი მომხმარებლისთვის უცვლელი რჩება.

3. ანგარიშსწორების წესები

  • ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ფორმით, ვებგვერდზე ინტეგრირებული უსაფრთხო საბანკო გადახდის სისტემის მეშვეობით.
  • ჩვენთან ანგარიშსწორება შესაძლებელია გადახდის შემდეგი მეთოდებით: ნებისმიერი საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანით, საქართველოს ბანკის (BOG) ავტორიზაციით, PLUS და MR ქულებით, ციფრული საფულეებით (Apple Pay, Google Pay), საერთაშორისო სისტემა PayPal-ით, ასევე სასაჩუქრე ბარათით.
  • მომხმარებლის საბანკო მონაცემების შეყვანა და დამუშავება ხდება უშუალოდ ბანკის დაცულ გვერდზე. შპს „ასორტი“ არ ინახავს და არ აქვს წვდომა თქვენი ბარათის სრულ მონაცემებზე.

4. მიწოდება და დაბრუნება შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირების, ჩაბარების, შეცვლისა და უკან დაბრუნების პირობები რეგულირდება ცალკეული დოკუმენტით. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ ჩვენი „მიწოდება და დაბრუნების“ პოლიტიკა.

5. პირადი მონაცემების დაცვა (კონფიდენციალურობა) ჩვენ ვზრუნავთ თქვენი მონაცემების უსაფრთხოებაზე. ინფორმაცია, რომელსაც შეკვეთისას გვაწვდით (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი), გამოიყენება მხოლოდ მომსახურების ხარისხიანად გასაწევად და რეგულირდება საიტზე განთავსებული „კონფიდენციალურობის პოლიტიკით“.

6. საავტორო უფლებები ვებგვერდზე განთავსებული ყველა ვიზუალური თუ ტექსტური მასალა (ლოგო, დიზაინი, სურათები, აღწერები) წარმოადგენს შპს „ასორტი“-ს საკუთრებას და მისი უნებართვო გამოყენება, კოპირება ან გავრცელება აკრძალულია.

7. კომპანიის რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია

  • იურიდიული დასახელება: შპს „ასორტი“
  • საიდენტიფიკაციო კოდი: 402377646
  • იურიდიული მისამართი: ტელ: ცაიში28ა
  • ფაქტობრივი მისამართი: ტელ: ცაიში 28ა
  • საკონტაქტო ტელეფონი: 593-000071
  • ელ. ფოსტა: info@asorti.ge

კალათა
Scroll to Top